დათვალიერება

რიტორიკა ქრესტომათია

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 1, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 20.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 433 გვ.
ქართული
978-9941-9561-9-5

წიგნის აღწერა

 

წინასიტყვაობა
ჩვენი თამანედროვეობის ენობრივი ცნობიერება `რიტორიკის~
ცნებით გამოხატული ცოდნის სფეროს არისტოტელეს სახელს უკავშირებს. მეტყველების ბუნების, სამეტყველო სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ჩვენამდე მოღწეულ მეცნიერულ ნაშრომებსა და სასწავლო-მეთოდურ ლიტერატურას შორის ყველაზე ადრეული (და რაოდენუცნაურიც არ უნდა იყოს) და ყოვლისმომცველიც არის
ანტიკური ეპოქის გენიოსის არისტოტელეს `რიტორიკა არისტოტელე პროფესიული მიზნობრივი მეტყველების
სახეობებს შორის საგანგებოდ გამოარჩევდა სასამართლო მჭევრმეტყველებას. იგი სასამართლო რიტორიკის თავისებურებებს მის მიზანში ხედავდა. ეს მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა მტყუანისა და მართლის გამოვლენის გზით. სასამართლო რიტორიკაში ყველაფერი _ საჯარო კამათი,სამეტყველო კომუნიკაციები _ ჭეშმარიტების დადგენისმიზანს ექვემდებარება. არისტოტელე იმაზეც საგანგებოდ ამხვილებს ყურადღებას, რომ სასამართლო რიტორიკაში ყველაფერი, რაც სცილდება აღნიშნულ მიზანს, საერთოდ არ განიხილება.
არისტოტელეს დაკვირვებით, სასამართლო რიტორიკის სიტყვა სხვა სახეობის საჯარო სიტყვისაგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ზუსტია, ნაკლებად არის გამოყენებული ჩვეულებრივი ორატორული ხერხები. ამ გარემოებას ის დასაბუთება ეძებნება, რომ `ისიც ადვილად დასანახია, რაც საგნისათვის არის დამახასიათებელი და ისიც, რაც მისთვის უცხოა~ (არისტოტელე, რიტორიკა, თბილისი, 1981, გვ. 194).
არისტოტელს დაკვირვებები დღევანდელობის გადასახედიდან დაზუსტებას საჭიროებს, თუმცა მისი მინიშნებები სასამართლო რიტორიკაზე და აღწერა-დახასიათებები მაინც
გასათვალისწინებელია. როგორც ითქვა, რიტორიკის ბუნების, სტარეტეგიების, ტექნოლოგიების შესახებ ამჟამადაც ძირითადად არისტოტელეს `რიტორიკის~ მიხედვით მსჯელობენ, მაშინ, როდესაც უკვე ანტიკურ სამყაროში `რიტორიკა~ მეტყველების სტრატეგიების, ტექნოლოგიების, პოეტიკის,
ლექსმცოდნეობის სწავლებისა და საერთოდ ცოდნის დიდი დარგი იყო. იგი ისეთ მიმართულებებსაც მოიცავდა, რომლებიც ბუნებრივად მოექცნენ ლიტარტურათმცონდეობის (ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურული კრიტიკის) და ლინგვისტიკის (კომუნიკაციური ლინგვისტიკის, ეთნოლინგვისტიკის, ეთნო- და ფსიქოლინგვისტიკების) ინტერესთა სფეროებში მოქცნენ. მართალია, ანტიკური ეპოქა
არ იცნობდა ლიტერატურათმცოდენობას, ლინგვისტიკას, როგორც ფილოლოგიური ცოდნის აღმნიშვნელ ტერმინებს, მაგრამ ანტიკურმა ავტორებმა რიტორიკის შემადგნელობაში მოაზრებული ცოდნის ამ დარგებშიც შექმნეს გასაოცრად (და გამაოგნებელადაც!) ღრმა, მასშტაბური გამოკვლევები, რომლებმაც ათასწლეულების განმავლობაში შეინარჩუნეს და დღესაც არ დაუკავრგავთ მეცნიერული ღირებულება.
პირდაპირ გაოცებას იწვევს ფილოლოგიური ცოდნის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა ანტიკური ავტორების დაკვირვებებისა და კვლევების სიღრმისეული და სივრცისეული პარამეტრები.
რიტორიკის ქრესტომათიაში აღნიშნულის ილუსტრირების მიზნით წარმოდგენილია ძველი ეპოქის ერთი, თუ
შეიძლება ითქვას, რიგითი (და არა არისტოტელეს მაგვარად ისტორიაზე აღმატებული) ავტორის _ I საუკუნის
მკვლევრის დემეტრიოსის სახელით ცნობილი მეცნიერის გამოკვლევა მეტყველების სტილის შესახებ. მეტყველების განსხვავებული სტილების თავისებურებების აღწერა-დახასიათებები თამამად უსწორებს მხარს განსხვავებული მიზნობრივი სტილების თანამედროვე გამოკვლევებს. `რიტორიკის~ ისტორიის ილუსტრირების და ახალ ეპოქებში რიტორიკისაკენ შებრუნების, ანუ ახალი რიტორიკის აღმოცენებისა და მისი შინაარსის გაცნობიერების მიზანდასახულებით წარმოდგენილია ცნობილი ფრანგი ავტორის ჟერარ ჟანეტის ორი ნაშრომი `რიტორიკა და განათლება~ და `შემოკლებული რიტორიკა~. აღსანიშნავია, რომ როგორც
დემეტრიოსის ნაშრომი `სტილის შესახებ~, ისე ჟ. ჟანეტის აღნიშნული ორი ნაშრომი ქართულ ენაზე პირველად
ითარგმნა და ჩაირთო სასწავლო სამეცნიერო ლიტერატურის მიმოქცევაში.
სასამართლო რიტორიკის მეტყველების სტილის თავისებურებების ილუსტრირების მიზნით ქრესტომათიაში ასევე წარმოდგენილია ცნობილი ქართველი იურისტების სიტყვა- თა ტექსტები _ საადვოკატო გამოსვლების ტექსტები, რომლებშიც ცხადად ჩანს ქართული საჯარო კამათის ტექნოლოგიების ბუნება და თავისებურებები.

მკითხველის შეფასება

ნანახია 349 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები