დათვალიერება

საგადასახადო სამართალი (დამხმარე სახელმძღვანელო) წიგნი პირველი

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 1, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 28.00

B5 - რბილი ყდა-539 გვ.
ქართული
978-9941 00000

წიგნის აღწერა

სახელმძღვანელოში განხილულია გადასახადის ცნება და მნიშვნელობა, გადასახადის სახეები და მათი კლასიფიკაციის საფუძვლები, გადასახადების სისტემის ცნება და ზოგადი დახასიათება, საგადასახადო სამართლის ცნება, საგანი და მეთოდი, გადასახადებით დაბეგვრის პრინციპები, გადასახადის იურიდიული შემადგენლობის ელემენტები, საგადასახდო სამართლის წყაროები, საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობების ცნება და ნიშნები, საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობების ობიექტები და სუბიექტები.სახელმძღვანელოში გაანალიზებულია საგადასახადო ვალდებულების არსი და მისი შესრულების საკითხები, ასევე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ასპექტები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო საგადასახადო ურთიერთობების სამართლებრივ საფუძვლებს, საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის წარმოშობის მიზეზებსა და მათი თავიდან აცილების საშუალებებს, ასევე სახელმწიფოთა საერთაშორისო-ეკონომიკური ინტეგრაციის საგადასახადო-სამართლებრივ ასპექტებს.სამტომეული განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს საგადასახადო სფეროს სპეციალისტი და ამ სფეროში განახორციელოს პრაქტიკული საქმიანობა როგორც ადვოკატმა, აუდიტმა, საგადასახადო ინსპექტორმა, მოსამართლემ, ბუღალტერმა, მენეჯერმა ან კონსულტანტმა.

მკითხველის შეფასება

ნანახია 28 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები