დათვალიერება

საჯარო სამსახურის გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 5, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 256 გვ.
ქართული
978-9941-9607-1-0

წიგნის აღწერა

ნაშრომი მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის საჯარო სამსახურის სისტემის მდგომარეობის შესახებ [ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე (2018 წლის 30 იანვარი) პერიოდს]. წარმოდგენილია
ინფორმაცია საჯარო სამსახურის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ. განხილულია, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყნის საჯარო სამსახური დამოუკიდებლობის მიღებიდან პირველ ათწლეულში, რა ტიპის რეფორმები გატარდა სისტემის სრულყოფის მიზნით და რა შედეგები მოიტანა გატარებულმა ღონისძიებებმა. ასევე, მიმოხილულია მსოფლიოში არსებული პრაქტიკა. წარმოდგენილია ავტორის შეფასებები საჯარო სამსახურის ინსტიტუციურ მოდელთან, შრომით ურთიერთობებთან, ანაზღაურებისა და შეფასების სისტემასთან, საჯარო სამსახურში მიღებასთან, მოტივაციასთან, სწორად/ეფქტურად მართვის სტიმულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, განხილულია საჯარო სამსახურის მოწყობის პრინციპები/საფუძვლები და შემოთავაზებულია ავტორისეული ხედვა, თუ როგორ პირნციპებზე უნდა იქნას აგებული საჯარო სამსახური, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სისტემის ეფექტურობა და ქვეყნის განვითარების დაჩქარება. ასევე, შეფასებულია საჯარო სამსახურის სისტემის მარეგეულირებელი ნორმატიული ბაზა; წარმოდგენილია ზოგიერთი საჯარო სამსახურის დაწესებულების ინსტიტუციური მოდელის ანალიზი და ავტორისეული მოსაზრებები მათი სრულყოფის თვალსაზრისით. ეფექტიანი, მოქნილი და კვალიფიციური, საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისათვის ავტორი გვთავაზობს საჯარო სამსახურის მოწყობის ჰიბრიდულ/შერეულ მოდელს (კარიერული და ღია/საკონტრაქტო სისტემის ნაზავი), რომელიც უფრო მეტადღირსებაზე დაფუძნებული და ღია საჯარო სამსახურის მოდელის პრინციპებით იქნება გაჯერებული. ნაშრომი განკუთვნილია საჯარო სამსასახურის სისტემის  მოწყობის პრობლემატიკით დაინტერესებული პირებისათვის. ასევე, ის შეიძლება საინტერესო იყოს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვისაც.

მკითხველის შეფასება

ნანახია 482 - ჯერ , 10 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები