დათვალიერება

სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 10, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 5.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, გვ.
ქართული
978-9941-9585-1-9

წიგნის აღწერა

სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია წარმოადგენს ქართული სამეწარმეო სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს. სამეწარმეო სამართლის განვითარებასთან ერთად, აღნიშნული ინსტიტუტიც ვითარდებოდა. წინამდებარე სტატიაში საზოგადოების რეორგანიზაცია განხილულია
მეწარმეთა შესახებ~ კანონის 2017წ. 01 ნოემბრისათვის მოქმედი რედაქციის მიხედვით. ძირითადში, სტატია წარმოადგენს რეორგანიზაციის შესახებ კანონის ნორმების ანალიზს, მასში მოცემულია თითოეული
ნორმის ერთგვარი კომენტარი და, ზოგიერთ შემთხვევაში, – თეორიული ანალიზიც.
სტატიაში აღწერილია რეორგანიზაციის სახეები და ფორმები, აგრეთვე განხილულია საზოგადოების გარდაქმნისას, შერწყმისას ან გაყოფისას არსებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურებიდან მნიშვნელოვანია პარტნიორის (პარტნიორების) მიერ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების წესი. რეორგანიზაციის დროს ყურადსაღებია თავად პარტნიორთა უფლება-მოვალეობები, რომლებიც წამოეშობათ მათ სხვადასხვა ფორმის რეორგანიზაციის დროს. სტატიაში განხილულია ის თავისებურებებიც, რომლებიც ახასიათებს რეორგანიზაციის თითოეულ სახეს. რეორგანიზაციის დროს ადგილი აქვს სამართალმემკვიდრეობას ან უფლებამონაცვლეობას. ამდენად, სტატიაში ეს საკითხიც არ არის უყურადღებოდ დატოვებული. სტატიაში განხილულია რეორგანიზაციის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის და მესამე პირთა შეტყობინების პროცედურები, ხაზგასმულია შეტყობინების სავალდებულოობის შესახებ. სტატიის ბოლოს აღწერილია რეორგანიზაციის დასრულების პროცედურა.

მკითხველის შეფასება

ნანახია 146 - ჯერ , 4 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები