დათვალიერება

სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი კაზუსების კრებული

გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი 28, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
B5,რბილ ყდაში შეკერილი, გვ.320
ქართული
978-9941-0-9836-9

წიგნის აღწერა

შესავალი

ძვირფასო სტუდენტებო,
სანამ უშუალოდ კაზუსების ამოხსნაზე გადავიდოდეთ, გვინდა, კაზუსების დამუშავების მეთოდოლოგიასა და სამოქალაქო სამართლის სწავლების შესახებ მოგცეთ სასარგებლო მითითებები.

I. რატომ გვჭირდება კაზუსების დამუშავების მეთოდიკის
ცოდნა?
სახელმძღვანელოები, რომლებითაც თქვენ ლექციების შემდგომ სამოაქალაქო სამართლის საკითხებს სწავლობთ, ძირითადად, გაძლევთ აბსტრაქტულ და თეორიულ ცოდნას ამა თუ იმ სამართლებრივი ინსტიტუტის შესახებ. ისინი გიხსნიან, მაგალითად, ნების გამოვლენისას დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, შეცილების მიზანსა და სტრუქტურას. სახელმძღვანელოებში მოცემულია სხვადასხვა ცნების განმარტება, მაგალითად:რა არის „ნების გამოვლენის დროს დაშვებული შეცდომა” ან „თვისებრიობა”. გარდა ამისა, იქვე მოცემულია კლასიკური მაგალითები, რომლებიც თქვენ წარმოდგენას გიქმნიან სამართლებრივი ინსტიტუტის შესახებ.
თუმცა მხოლოდ სახელმძღვანელოებით სწავლა არ არის სასურველი შედეგის მომტანი. ხშირ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც წაიკითხავთ თეორიულ სახელმძღვანელოს, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი
იცით და ყველა სამართლებრივი ინსტიტუტი გათავისებული გაქვთ. ესმართლაც ასეა, მაგრამ პრაქტიკაში შემთხვევის ანუ კაზუსის გადაწყვეტისას ხშირად აწყდებით სირთულეებს. იდეალური იქნებოდა, თეორიული სახელმძღვანელოს წაკითხვისას სტუდენტს თავის გონებაში წარმოედ-გინა ამა თუ იმ სამართლებრივი ინსტიტუტის ცხოვრებაში მოქმედების პრაქტიკული მაგალითები და ამგვარად გაეაზრებინა ისინი. თუმცა, ცხა-
დია, რომ პრობლემური შემთხვევების ასეთი სახით წარმოდგენა და შემდგომ მათი გაანალიზება სრულყოფილად თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სჭირდება ყველა სტუდენტს ცალკეულ კაზუსთან მუშაობის შესწავლა. კაზუსებით მეცადინეობა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, თავისი თეორიული ცოდნა გამოსცადოს პრაქტიკული მაგალითებით და ამ გზით დამატებით გაიღრმაოს ცოდნა. გარდა ამისა, სტუდენტი ეჩვევა იურიდიულ მსჯელობას და თავისი ნააზრევის ლოგიკურ სისტემაში მოქცევას. იურიდიული დასკვნის გაკეთების შესწავლა არის იურიდიული განათლების ანბანი, რომელიც ყველა დამწყებ იურისტს უნდა ჰქონდეს გათავისებული. ამიტომ ყველა იურისტი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს სისტემურ და დახვეწილ მუშაობას კაზუსებთან და იურიდიულ ტექსტებთან. რაც უფრო ადრე დაეუფლება სტუდენტი მუშაობის სწორ მეთოდიკას, მით უფრო მალე შეძლებს რთული კაზუსების ამოხსნას და ნაკლები დრო დაეკარგება, როგორც ეს არასისტემური მუშაობის შემთხვევაში ხდება ხოლმე. მაშასადამე, რეკომენდებულია კაზუსების წიგნის სხვა თეორიულ სახელმძღვანელოებთან ერთად, პარალელურად, გამოყენება. იმისათვის, რომ უკეთ შევიცნოთ კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა და იურიდიული დასკვნის გაკეთების სტილი, გთავაზობთ საილუსტრაციო
მაგალითებს.

მკითხველის შეფასება

ნანახია 618 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები