დათვალიერება

სანოტარო სამართალი II წიგნი I გამოცემა

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 15, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 20.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 432 გვ.
ქართული
978-9941-9585-5-7

აღწერა

წინასიტყვაობა
წინამდებარე წიგნი ლოგიკური გაგრძელება და აუცილებელი დამატებაა წიგნისა `სანოტარო სამართალი, I
წიგნი, I გამოცემა~. ეს უკანასკნელი 2016 წელს გამოიცა და პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა, ვინაიდან ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ნოტარიატის საკითხებზე შექმნილი სახელმძღვანელოები მრავლად არ მოიპოვება.
წინამდებარე წიგნის ავტორები არიან ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და ადვოკატი გიორგი მარიამიძე, შესაბამისად, წიგნში მოცემული თითოეული მსჯელობა და შედარებითი ანალიზი ნოტარიუსთა პალატის პასუხიმგებლობის ქვეშ არის დაწერილი. ჩვენმა თანამშრომლობამ ადვოკატ გიორგი მარიამიძესთან გაამართლა და შედეგად, შეიქმნა წიგნი კრიტიკული შეფასებებით, რაც დღემდე ასეთი ფართო მასშტაბით არასდროს ყოფილა წარმოდგენილი. წიგნზე მუშაობისას არსებობდა ტექნიკური სირთულეები, რამაც ამ წიგნის გამოცემა საგრძნობლად გააჭიანურა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის გამოიცა და ახლა გულისყურით ველით მკითხველთა შეფასებებს. ზოგადად, `იდეალური კანონი არ არსებობს~ და ამ კუთხით
არც სანოტარო სამართალთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებია გამონაკლისი. ნოტარიუსის საქმეში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ნოტარიუსის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე კეთდება. შესაბამისად, ის აქტები, რომელთა საფუძველზეც ნოტარიუსს საქმიანობა უწევს და უდავო მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტებს ქმნის, ცხადია, რომ მაქსიმალურად უნაკლო უნდა იყოს. წინამდებარე წიგნი ხელს შეუწყობს საქართველოში ნოტარიატის ინსტიტუტის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამ კუთხით რეფორმების
გატარებას. იგი გამიზნულია პრაქტიკოსი ნოტარიუსების, ადვოკატების, მოსამართლეების, სტუდენტებისა და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სანოტარო მომსახურების მიღება უწევს.
წიგნი შედგება 2 თავისგან და მოიცავს ნოტარიუსთან და  4 სავალდებულო პროფესიულ დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის სამართლებრივ განმარტებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ წიგნს მკითხველი დადებითად შეაფასებს და იგი პრაქტიკულად გამოსადეგი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის

მკითხველის შეფასება

ნანახია 83 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები