დათვალიერება

საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 15, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 3.00

ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 80 გვ.
ქართული
978 -9941 -9561 -5 -7

წიგნის აღწერა

  მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმეების გარდა);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;

გ) ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხი წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით.

მკითხველის შეფასება

ნანახია 65 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები