დათვალიერება

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 1, 2018

დათვალიერება

GEL 3.00

A5, რბილი ყდა, 92 გვ.
ქართული
978-9941-9355-7-2

აღწერა

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები 

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

 მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მკითხველის შეფასება

ნანახია 3423 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები