+ დათვალიერება

საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 15, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 12.00

A5, რბილი ყდა, 400 გვ.
ქართული
978-9941-9341-6-2

აღწერა

საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

 

 მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო

ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

მუხლი 2. სამოქალაქო კანონმდებლობა
1. სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

2. ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.

3. სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.

4. ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.

მკითხველის შეფასება

ნანახია 4434 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები