დათვალიერება

საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 20, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 190 გვ.
ქართული
978-9941-9585-8-8

წიგნის აღწერა

საქართელოს ტეროტირიული და სახელმწიფოებრივ-პო-ლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველო-ბის, ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი არაერთი მკვლევარის განსჯის საგანია და ამ მიმარ¬თუ-ლებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც.საქართველოს გაერთიანების და, განსაკუთრებით, XI-XII საუკუნეების ქართული იმპერიიის არსებობის პერიოდში საფუძველი ეყრება სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის უნიტარულ ფედერაციულ მოდელს, თავისებურ თვითმმართვე-ლობის სისტემას, თუმცა როგორც ცნობილია უკვე XV საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფლება ცალცალკე ერთეულებად იშლება, რომლებიც ირანი და ოსმალეთი მფარველობდნენ (ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამცხე-საათაბაგო, აჭარა, ჭანეთი, ლორე, ბორჩალო, საინგილო, ხოლო XVII საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთშიც ძლიერდება ოსმალური გავლენა. ასეთ ვითარებაში დაიწყო რუსეთის დაინტერესება ქართული ტერიტორიების მიმართ, რაც გახმოვანდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის საიდმულო მუხლებით. მოგვიანებით რუსეთმა განახორციელა საქართველოს მიერთება რუსეთთან, რასაც მოჰყვა ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რუსული მოდელის განხორციელება. 1918 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის ახალ ფედერაციულ მოდელს.
პოლიტიკოსთა და მკვლევართა ერთი ნაწილი (მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, დ. ბერძენიშვილი, გ. გასვიანი, ჯ. ოდიშვილი და სხვ.) მხარს უჭერს სახელმწიფო მოწყობის უნიტარულ მოდელს, რომელთა აზრით, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებად საქართველოს დაშლა გაზრდიდა ე.წ. სეპარატისტულ ტენდენციებს.
ე.წ. უნიტარისტთა თეორია მიუღებელია საქართველოს ფედერაციული პრინციპით მოწყობის მომხრეებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო მცირე გამონაკლისის გარდა, ყოველთვის წარმოადგენდა ფედერალური მოწყობის ქვეყანას და თვით XI-XII საუკუნეების საქართველოს იმპერია წარ-მოადგენდა უნიტარულ-ფედერალური მოდელის სახელმწიფოს.
სწორედ, საბჭოეთის დაშლის შემდეგ ფედერაციული მოწყობა წარმოადგენდა ერთადერთ გამოსავალს, რომელსაც შეეძლო თავიდან აეცილებინა ქვეყნისათვის დამანგრეველი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. ფედერალიზმის იდეა იყო ჩადებული საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემის მიღების გადაწყვეტილებაში, როდესაც აფხაზეთში მცხოვრები აფხაზების, ქართველების და სხვა ეროვნებების მიმართ განისა-ზღვრა აფხაზებისათვის მისაღები საარჩევნო კვოტები.
მოგვიანებით, რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე ფედერაციულ მოწყობას მხარი დაუჭირა ე. შევარდნაძის ხელი-სუფლებამაც, თუმცა მეცნიერთა და პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა შეძლო მისი გადარწმუნება, რასაც სავალალო და დამანგრეველი ნაბიჯები მოჰყვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის თვალსაზრისით.

მკითხველის შეფასება

ნანახია 868 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები