დათვალიერება

საქართველოს სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილი

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 29, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 174 გვ.
ქართული
978-9941-9607-0-3

წიგნის აღწერა

შ ე ს ა ვ ა ლ ი
სამართლის სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს სისხლის სამართალი წარმოადგენს, რომელიც საქართველოსკონსტიტუციით გაცხადებული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობის, საკუთრების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კაცობრიობის მშვიდობისა და უშიშროების დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით სისხლისსამართლებრივ ურთიერ-
თობებს არეგულირებს. საქართველოს მატერიალური სისხლის სამართლის კანონი სისხლის სამართლის კოდექსი, ადგენს რა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსასამართლებრივ ღონისძიებას, ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან გათავისუფლების პირობებს. საქართველოში სამართლებრივი რეფორმის თანამედროვე ეტაპის დამახასიათებელ თვისებას ის გარემოება წარმოადგენს, რომ კანონების მთელი რიგი პაკეტების მიღებამ ჩვენს საზოგადოებაში დემოკრატიული გარდაქმნების შეუქცევადობის პროცესი, ხოლო, ბოლო წლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კორუფციასთან, ტერორიზმთან, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და ა. შ. წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციების რატიფიცირებამ, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს 2006 წლის 25 ივნისის კანონით (ძალაშია 2006 წლის 10 ივლისიდან) მიღებული იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინსტიტუტი წარმოადგენს, რაც, დიდწილად, კორუფციისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ევროპული კონვენციის დებულებამ განაპირობა, რომელშიც მითითებულია, რომ ყოველმა მხარემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად გახდეს საჭირო.
8 9 მოცემულ სალექციო კურსში მოხსენიებული ყველა ნორმატიული აქტი განიხილულია მოქმედი რედაქციით. მათ პირველწყაროებთან, ასევე შეტანილ ცვლილებებთან და დამატებებთან გაცნობა შესაძლებელია ისეთ საკანონმდებლო-საძიებო სისტემებში, როგორიცაა: ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“,
,,საქართველოს პარლამენტის უწყებები“ და სხვ. საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის სალექციო კურსში ასახული მასალა გადმოცემულია სისხლის სამართლის მოქმედ კანონმდებლობაში უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით, ამასთანავე, დედანთან მაქსიმალურად მიახლოვებული და ხელმისაწვდომი ფორმით, რაც საშუალებას იძლევა, სწავლების მიმდინარე და შუალედური საკონტროლო ფორმებისათვის მომზადების პროცესში ადვილად მოიძებნოს პირველწყაროების ტექსტი. მისი გამოყენებით სტუდენტებს შეეძლებათ სისხლის სამართლის კურსის შესწავლის პროცეს- ში მიღებული ცოდნის შემჭიდროვებულ ვადებში სისტემატიზირება, ძირითად ცნებებზე, მათ ნიშნებზე და განსხვავებებზე
ყურადღების გამახვილება, შემაჯამებელი გამოცდების დროს მოსალოდნელ კითხვებზე გასაცემი პასუხების ფორმულირება. ამავე დროს, სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, არ განიხილება სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კურსის შესწავლის ერთადერთ წყაროდ, მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება პედაგოგების მიერ რეკომენდებულ დამატებით ლიტერატურასთან გაცნობა.

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 129 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები