+ დათვალიერება

საქართველოს კანონი – ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 12, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

A5, რბილი ყდა, 156გვ.
ქართული
978-9941-9341-9-3

აღწერა

საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

თავი I. ძირითადი დებულებანი

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

2. კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

თავი I. ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი დებულებანი

   

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

მკითხველის შეფასება

ნანახია 2051 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები