დათვალიერება

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 10, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 20.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 426 გვ.
ქართული
978-9941-9607-3-4

წიგნის აღწერა

წინასიტყვაობა

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს, რომ ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს უდიდეს ფასეულობას, ხოლო სახელმწიფოზე დაკისრებულია ვალდებულება აღიაროს და დაიცვას ეს უფლებები და თავისუფლებები.კანონმდებლობის რეფორმის შედეგად, რაც ძირითადად 1999 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიღებით დაიწყო და დღემდე გრძელდება, უმთავრესი აქცენტი გადატანილია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დემოკრატიული მექანიზმების სრულყოფაზე.სისხლის სამართალი წარმოადგენს სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ დარგს, რომლითაც რეგლამენტირებულია სახელმწიფოს დაცვითი ფუნქცია და რეალიზებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, გარემოს, კონსტიტუციური წყობილებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.ქართული სისხლის სამართლის წინაშე უამრავი თანამედროვე გამოწვევა დგას, რაც განაპირობებს მის მუდმივ განვითარებასა და დახვეწას. სწორედ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის მეცნიერების ამოცანების ჯეროვანი ანალიზი და დამუშავება უდევს საფუძვლად მის მუდმივ რეფორმირებას. ნოვაციებს საჭიროებს არა მარტო სისხლის სამართალი, როგორც სამართლისა და მეცნიერების დარგი, არამედ სწავლების მეთოდიკაც.  მოცემული ნაშრომი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. უფრო კონკრეტულად, ეს არის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღების შემდეგ პირველი მცდელობა ქართულ რეალობაში ლექციების კურსის შექმნისა, სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საგამოძიებო-სასამართლო პრაქტიკის განზოგადებას და თითოეული სალექციო თემის ირგვლივ კონკრეტული კაზუსების განხილვას. ლექციების ამ კურსში გაანალიზებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში მოთავსებული დანაშაულებრივ ქმედებათა გარკვეული ჯგუფი. სახელდობრ, დანაშაული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. აღნიშნულს დაეთმო წინამდებარე  წიგნი პირველი, ხოლო – მეორეში, გაშუქებული  იქნება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.ნაშრომის მიზანია მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის უკეთ შესწავლა და მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე ყოველდღიური ცხოვრებისეული სიტუაციის პრაქტიკულ-სამართლებრივი გადაწყვეტა.წინამდებარე ლექციების კურსი შედგენილია განახლებული პროგრამის მიხედვით საქართველოს სისხლის სამართლის ახალი კანონმდებლობის საფუძველზე. სისხლის სამართლის მეცნიერების მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით განხილულია სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ცნება და სისტემა, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის არსი და მნიშვნელობა, კერძო ნაწილის ნორმის სტრუქტურა, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გვარეობითი აღწერილობა და მისი ცალკეული სახეები. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემებიდან გამომდინარე, დამუშავებულია კონკრეტული კაზუსები, განხილულია ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები. კონკრეტული კაზუსის ამოხსნის დროს გაანალიზებულია ქმედების ობიექტური შემადგენლობა, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის ნიშნები.სიახლეა სალექციო თემის დამუშავებისას ძირითადი აქცენტის გადატანა შემთხვევის ანალიზის მეთოდის გამოყენებით თითოეული სტუდენტის მიერ კაზუსის (შემთხვევის) გააზრებაზე, შეკითხვის დამუშავებაზე, ჰიპოთეზის (სავარაუდო ვერსიის) შედგენასა და უშუალოდ კაზუსის ამოხსნისას შესაბამისი მსჯელობის შედეგად საბოლოო დასკვნის გამოტანაზე. ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული ქმედების სწორი კვალიფიკაცია. ხოლო შეკითხვის არასწორი გააზრება კი ჰოპოთეზის მცდარად შედგენის საფუძველი ხდება, რაც ძირითადში გავლენას ახდენს ქმედების სამართლებრივ შეფასებაზე.სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია არა მარტო თეორიული საკითხების შესწავლაზე, არამედ უმეტესად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. წინამდებარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია, როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე, თავის მხრივ, ემსახურება იურისტების პროფესიულ ზრდას, იურიდიული განათლების ხელშეწყობასა და მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარების შეძენას. ზემოთქმულის ნათელი მაგალითია ყოველწლიური პროექტი „ქმედებიდან დანაშაულამდე“, რომელშიც ძირითადად მონაწილეობს ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები. მათ მოქმედი პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ექსპერტები უკითხავენ ლექციებსა და უტარებენ პრაქტიკულ მეცადინეობებს. ამის შემდეგ ისინი დამოუკიდებლად ათვალიერებენ შემთხვევის ადგილს, იღებენ შესაბამის კვალს, ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, უფრო სწორად, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს.  მათ მიერ გამოძიებული საქმეების განხილვა ხდება საქალაქო და უზენაეს სასამართლოში, სადაც გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, ექსპერტისა და სხვა პროცესის მონაწილეთა როლში გამოდიან უშუალოდ სტუდენტები. აქედან გამომდინარე, პროექტის დანიშნულება სისხლის სამართლის კურსში კონკრეტული და მიზანმიმართულია. ნაშრომი ემყარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების კერძო ნაწილის პროგრამას. სალექციო კურსი განკუთვნილია  სამართლის ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტთა და ყველა იმ პირისთვის, ვისაც აინტერესებს ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები.  წიგნის გამოსაცემად მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი, მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი თამარ ბარამია, რისთვისაც მადლობას ვუხდით.დაბოლოს, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება ყველა იმ მეცნიერისა და პრაქტიკოსის მიმართ, ვინც თავისი მხარდაჭერითა და სამეცნიერო დისკუსიებით ხელი შეუწყო ამ წიგნის სრულყოფასა და გამოცემას. ასევე, მათ, ვინც გაეცნო ამ ნაშრომს და გამოთქვა ობიექტური შენიშვნები და წინადადებები ლექციების კურსში განხილული საკითხების გარშემო.

ირაკლი გაბისონია

ჯემალ გაბელია

თეიმურაზ დარსანია

მკითხველის შეფასება

ნანახია 509 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები