დათვალიერება

უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი I: შესრულების კონდიქცია

გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 31, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5 - რბილი ყდა- 308 გვ.
ქართული
978-9941-9477-9-7

წიგნის აღწერა

წინათქმამოცემული დისერტაციის სახელი ქართულ სამართალზე მითითებით გერმანელი იურისტებისათვის საკმაოდ ეგზოტიკურ თემატიკას წარმოადგენს, თუმცა ეს შთაბეჭდილება მნიშვნელოვნად ქარწყლდება დისერტაციის ქვესათაურით. სინამდვილეში ქართული უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი, კერძოდ კი ორმხრივი არანამდვილი ხელშეკრულების დროს არშემდგარი შესრულებების უკუქცევა, მხოლოდ დანამატია მოცემული ნაშრომისა, რომლის არსი არანამდვილი შესრულებების უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიხედვით აღმოფხვრის ყოვლისმომცველ და კრიტიკულ დახასიათებაში მდგომარეობს გერმანული, შვეიცარული და ავსტრიული სამართლის მიხედვით, სადაც აბსტრაქციის პრინციპის ნაცვლად კაუზალობის პრინციპი მოქმედებს. რა თქმა უნდა, ბატონი რუსიაშვილის მიზანს წარმოადგენს ჩაშლილი შესრულებების უსაფუძვლო გამდიდრებისმიერი უკუქცევის შესაძლებლობის ტოტალური რევიზიის შედეგად გამოიტანოს დასკვნა საკუთარი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსის (სსკ) უსაფუძვლო გამდიდრების სამართლისათვის, რომელიც – უსაფუძვლო გამდიდრების ნაწილში – გერმანული სამართლის ოჯახთან და განსაკუთრებით კი გერმანულ და შვეიცარულ (უფრო ნაკლებად ავსტრიულ) სამართალთან დიდი სიახლოვით გამოირჩევა. გადაკვეთის წერტილსა და შესავალს მოცემულ პრობლემატიკაში წარმოადგენს სსკ–ის 979–ე მუხლი, “უკან მოთხოვნის ფარგლები“, რომლის მეოთხე აბზაცშიც ბატონი რუსიაშვილი ხედავს სალდოს თეორიის საფუძვლებს (ან მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ამ საფუძვლების ამოკითხვა). ამ ოთხი მართლწესრიგის კვლევა შესაბამისად მიძღვნილია უკვე ათწლეულების განმავლობაში წარმოებულ ჩახლართულ დოგმატურ–კომპარატივისტული დისკურსისათვის, რომელშიც ისეთი ქვეყნებიც იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი (განსაკუთრებით ტაივანი, სადაც გერმანული ყაიდის აბსტრაქციის პრინციპიც კი მოქმედებს) და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ენათესავებიან გერმანულს მართლწესრიგს, თუმცა გეოგრაფიულად თუ კულტურულად საქართველოზე უფრო მეტად დაშორებულნიც კი არიან მოქმედების ეპიცენტრიდან.
ახალი სსკ-ის მოცემულ დანაწესთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, არ მოიძებნება კანონის დასაბუთება ან “მოტივები“, რომელიც ცალსახად მიუთითებდა ამ დანაწესის მიზანზე გერმანული წარმომავლობის სალდოს თეორიის გადმოტანასთან დაკავშირებით; რის გამოც ბატონი რუსიაშვილი არ არის დაკავებული კანონის სუბიექ10
ტურ-ისტორიული განმარტებით, ამის საპირისპიროდ ის იყენებს ჰერმენევტიკულ მეთოდს კანონის 979-ე მუხლის მე-4 ნაწილის ობიექტური განმარტებისა, რომლის მიხედვითაც `კანონი შეიძლება აღმოჩნდეს უფრო გონიერი ვიდრე კანონმდებელი“ და იდეალურ შემთხვევაში (ისევე როგორც ბატონი რუსიაშვილის იურიდიული განმარტების ფუნდამენტი – რომის სამართალი) რატიო სცრიპტა-ს წარმოადგენს. ბატონი რუსიაშვილის მთავარი იდეა შემდეგია: სსკ-ის ხსენებული დანაწესი შესაძლებელია გავიგოთ, როგორც “სალდოს თეორიის განსხეულება“ (გვ. 22), სალდოს თეორიის “კოდიფიცირება“ ან “ცალსახა ნიშანი სალდოს თეორიისა და მისთვის დამახასიათებელი ფაქტობრივი სინალაგმის იდეის კანონში გამყარებისა“ (…). ბატონი რუსიაშვილის კვლევა მთლიანობაში ცხადყოფს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ასაბუთებს, რომ ეს მოსაზრება ძალზე დამაჯერებელია. თუმცა სხვა საკითხია, მოახერხებს თუ არა მოცემული მსჯელობა უახლოეს მომავალში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ქართულ სამართალში. შესაძლებელია ბატონი რუსიაშვილი გადაჭარბებულად აფასებს მართლმსაჯულების ორგანოების, განსაკუთრებით ქართველ მოსამართლეთა და ადვოკატთა უნარს, აღიქვან მისი განაზრებების სიღრმე და აქტუალურობა, რაც მისი ნაშრომის ყოველ ნაწილს ახასიათებს და ცალსახად უფრო დამაჯერებელს ხდის საქართველოში (შვეიცარიის მიბაძვით) დღემდე გაბატონებულ მარტივ გადაწყვეტასთან შედარებით, რომლის მიხედვითაც ვინდიკაცია კონდიქციასთან მიმართებაში უპირატესობით სარგებლობს და ძირითადად განდევნის მას ორმხრივი არანამდვილი ხელშეკრულების შედეგების უკუქცევისას.
უშუალოდ სალდოს თეორიის, მისი განვითარების, მოდიფიკაციისა და შემოთავაზებული ალტერნატივების (მთელი თავისი განშტოებებით), ასევე ვალდებულებითი სამართლის მოდერნიზაციის შემდეგ ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლის გავლენის განხილვას ბატონი რუსიაშვილი ნაშრომის დაახლოებით მე-100 გვერდიდან იწყებს. მანამდე ის დაკავებულია შესრულების კონდიქციის საკვანძო საკითხების დამუშავებით, განსაკუთრებით გერმანულ, მაგრამ ასევე შვეიცარულ, ავსტრიულ და ქართულ სამართალში. ამ დროს ის თავს წარმოაჩენს, როგორც უმაღლესი დონის კერძო სამართლის დოგმატიკოსი, რომელიც არგუმენტაციისა და რეფლექსიის შეუდარებელი (აკრობატული) ოსტატობით იკვლევს მოცემული პრობლემის ცალკეულ მხარეებს. ერთი მხრივ, გერმანული და მეორე მხრივ, კაუზალობის პრინციპზე დაფუძნებული შვეიცარიული, ავსტრიული და ქართული სამართლის დაპირისპირებისას, ის ამუშავებს კონკურენციის პრობლემებს, არა მხოლოდ 11 ვინდიკაციასა და შესრულების კონდიქციებს შორის, არამედ ასევე ვინდიკაციურ და კონდიქციურ დამატებით მოთხოვნებს შორისაც (სარგებლობის ანაზღაურება, დანახარჯების ანაზღაურება), სასამართლო პრაქტიკასა და ლიტერატურაში, ამ დროს გამოაშკარავებული არადამაჯერებელი მსჯელობისათვის ის ახალ ოპტიმალურ გადაწყვეტას პოულობს. მხოლოდ 99-ე გვერდიდან, მას შემდეგ რაც შთამბეჭდავი ფუნდამენტი წამომართა შესრულების კონდიქციის (ცონდიცტიო ინდებიტი-ს გაგებისათვის), ის იწყებს სალდოს თეორიის განხილვას გერმანულ სამართალში, რომლის დროსაც ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მის ალტერნატიულ გადაწყვეტას. პირველი მომხსენებლისაგან განსხვავებით, მე ვერ ჩავუთვლი ბატონ რუსიაშვილს ნაკლად პოლემიკურ სტილს, რომლითაც ის ეპაექრება განსხვავებული მოსაზრებების წარმომადგენელთ, რაც გასცდებოდა ჩვენი დისკუსიის კულტურის ჩარჩოებს. პირიქით, ვალდებული ვარ დავადასტურო, რომ ბატონი რუსიაშვილი როგორც შინაარსობრივად, ისე სტილისტურად, სრულებით უბამს ფეხს გაცხარებულ პროფესიულ დისკუსიას. ჩემი აღიარება და განსაკუთრებული დაფასება არ არის განპირობებული იმ ფაქტით, რომ როიტერისა და მარტიკენის მოსაზრებები ბატონი რუსიაშვილის მოწონებით სარგებლობენ; ამის საპირისპიროდ ბატონი რუსიაშვილის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ის მრავალგზის ძალზე გონებამახვილურ გადაკვეთის წერტილს პოულობს ფლუმეს, კანარისის, მაგრამ ასევე გურსკის, ნაწილობრივ ლორენცისა, ან სულაც კოპენშტაინერ-კრამერის მიერ წარმოებულ დისკუსიაში ჩასართავად. ბატონი რუსიაშვილი თანაბარ დონეზეა, როგორც ენობრივი სტილით და რაც მთავარია არგუმენტაციის დიფერენციაციითა და ტერმინოლოგიური ბრწყინვალებით ჩვენი პროფესიის საუკეთესო წარმომადგენლებთან მიმართებით. არ არსებობს საფუძველი სუბალტერნული დამოკიდებულებისათვის, ის წარმოაჩენს პროფესიული კომპენტენციის უმაღლეს დონეს და წარმოდგენილი ნაშრომის დამაჯერებლობისა და არგუმენტაციის სიმძაფრიდან გამომდინარე, ის სტატუსისაგან დამოუკიდებლად მათი სწორია.
ნაშრომის იმ ნაწილში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ გერმანულ სასამართლო პრაქტიკასა და ლიტერატურაში ჩამოყალიბებულ სალდოს თეორიის გამოყენებას ეძღვნება შვეიცარულ (რომლის უსაფუძვლო გამდიდრების დოგმატიკაც გერმანულთან საკმაოდ ახლოს დგას), ავსტრიულ (რომელიც დოგმატურად შედარებით უფრო ღარიბია) და (დოგმატურად ძალზე ღარიბ) ქართულ სამართალში, ბატონი რუსიაშვილი წარმოაჩენს
მთელ თავის უბადლო ოსტატობას დოგმატურ-კონსტურქტიული პრობლემების გადაწყვეტის მხრივ. თავისი ნაშრომის დასკვნით თავში ის ახერხებს აბსოლუტური დამაჯერებლობით თანამედროვე სალდოს თეორიის განმტკიცებას საკუთარი ქვეყნის უსაფუძვლო გამდიდრებისმიერ დანაწესში ორმხრივი არანამდვილი ხელშეკრულების შედეგების უკუქცევისას, რომელიც მისადაგებულია საქართველოში მოქმედ კაუზალობის პრინციპთან. ქართული უსაფუძვლო გამდიდრების დანაწესისაგან დამოუკიდებლად, რომელიც ამ შედეგის დასასაბუთებლად არის გამოყენებული, მოცემული ნაშრომის თვალსაჩინო დამსახურებად მივიჩნევ შვეიცარულ და (საკმაოდ ნაკლოვანი და ფრაგმენტარული დოგმატიკით ოპერირებად) ავსტრიული უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის დოქტრინებისათვის გერმანული სამართლის პერსპექტივიდან თანამედროვე სალდოს თეორიის უფრო აქტიურ გამოყენებაზე მითითებას. სხვა სიტყვებით: ეს კვლევა ძალზე სასარგებლოა ასევე ჩვენი ორი სამხრეთელი მეზობლის მართლწესრიგისათვისაც.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნაშრომის მცირეოდენი გაკრიტიკებაც: ბატონი რუსიაშვილი არ უთმობს საკმარის ყურადღებას ე.წ. თანამედროვე, შესრულების ფინალურ ცნებას გერმანულ სამართალში და ყურადღების მიღმა ტოვებს სავარაუდოდ ყველა შესრულებისათვის (როგორც შესრულების სამართლის, ისე კონდიქციური სამართლის გაგებით) კონსტიტუციურ ვალდებულების დაფარვისა და მიზნის განსაზღვრებას, რომელიც არამხოლოდ სამ პირს შორის ურთიერთობისათვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ამ შესრულებას ზოგადად კვაზისახელშეკრულებო ხასიათს ანიჭებს და კონდიქციური უკან მოთხოვნის ურთიერთობას (ისევე როგორც შესრულების ურთიერთობას), მიუხედავად საფუძვლის არსებობისა, ხელშეკრულების მსგავს ურთიერთობად აქცევს. ამ პრობლემისათვის არასათანადო ყურადღების დათმობის გამო, ის მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებს სალდოს თეორიის გამოყენებასთან დაკავშირებული კრიტიკის გაქარწყლებას და ვერ მიაქვს შესაბამისი სიმძაფრის კონტრიერიში. მოცემული თეორიის კრიტიკა კი შემდეგია: არის კი გამართლებული მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არანამდვილი აღმოჩნდა, მისი კონდიქციური ურთიერთობის ფარგლებში უკუქცევისას იგივე შედეგი მივიღოთ, რასაც მივიღებთ ნამდვილი ხელშეკრულებისას, ხელშეკრულებით შეთანხმებული და შემდეგ გამოყენებული გასვლის უფლების შემთხვევაში. ასევე უფლებას ვიტოვებ მივუთითო ერთ-ერთ სხვა “გამორჩენასთან“ დაკავშირებით. ბატონი რუსიაშვილი არც ერთი სიტყვით არ ეხება დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმოებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში და არა მხოლოდ (მცდარი მიმართულებით წასულ) სასამართლო პრაქტიკაში, არანამდვილი შესრულებების უკუქცევისას გარკვეულ როლს თამაშობს. სინანულით ავღნიშნავ, რომ ბატონი რუსიაშვილი არ გასცნობია კრის თომალეს სახელმძღვანელო ნაშრომს “შესრულება, როგორც თავისუფლება“ (ტიუბინგენი, 2012), საიდანაც ის შესძლებდა მოეპოვებინა დამატებითი არგუმენტები და შესაძლებელია გეზის მიმცემი იდეებიც კი.კვლევის საერთო შეფასებისას მინდა დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა ამ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ნაშრომის მიმართ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბატონმა რუსიაშვილმა იურიდიული საბაზისო განათლება საკუთარ სამშობლოში, საქართველოში მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ დაეუფლა გერმანულ ენას, მართლწერისა და სამართლებრივ კულტურას, რამდენიმეწლიან რთულ, მაგრამ ენთუზიაზმით აღსავსე მუშაობისას და მიაღწია ისეთ სიმაღლეებს, რომელთა მიღწევაც უცხოელ სტუდენტთაგან მხოლოდ ცოტას თუ რგებია წილად. ეს კვალიფიკაცია მას ყოველ მიზეზ გარეშე უხსნის გზას სამეცნიერო კარიერისათვის, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს, საკუთარ სამშობლოში, სადაც ის, როგორც გერმანული სამართლის ტრადიციაში აღზრდილი იურისტი, ნოყიერ გარემოს იპოვის შემდეგი კვლევებისათვის. უცხოელთათვის გათვალისწინებულ ბონუსს ბატონი რუსიაშვილი არ საჭიროებს; დიდი ხანია ამგვარი სიღრმისეული და საინტერესო ნაშრომი არ წამიკითხავს.

პროფესორი, დოქტორი,
მრავალგზის საპატიო დოქტორი
მიხაელ მარტინეკი

მკითხველის შეფასება

ნანახია 2549 - ჯერ , 4 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები