დათვალიერება

წარმომადგენლობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ სამართალში

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 1, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 170 გვ.
ქართული
978 – 9941-9585-4-0

წიგნის აღწერა

შესავალი

თანამედროვე გარემოს ფაქტობრივმა და სამართლებრივმა მრავალფეროვნებამ განაპირობა სხვის მიერ სამართლებრივი ქმედების განხორციელების აუცილებლობა , რასაც, პირველ რიგში, მოჰყვება სხვისთვის სამართლებრივი შედეგის წარმოშობა. ადმინისტრაციულ სამართალში, ისევე როგორც სამოქალაქო სამართალში წარმოიშობა იმის საჭიროება, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში სხვადახვა მიზეზის არსებობის გამო თავად ვერ ახორციელებს მის ინტერესებს, უფლებებსა და მოვალეობებს, წარმოდგენილი იყოს სხვა პირის მიერ.  საჯარო სამართლის სფეროში წარმომადგენლობის სამართლებრივი კონსტრუქცია როგორც ძირითადი მოდელი სოციალური ურთიერთობების დამოუკიდებლად არ წარმოშობილა, არამედ მის საფუძველს სამოქალაქო სამართლის წარმომადგენლობის ინსტიტუტის დოგმატიკა განაპირობებს . ადმინისტრაციულ სამართალსა და სამოქალაქო სამართალში სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შედარებისას ძნელი არ არის მიხვედრა, რომ ისინი არსებითად ერთმანეთს ემთხვევა . ორივე სამართლის დარგისათვის დამახასიათებელია იმის საჭიროება, რომ მესამე პირი – წარმომადგენელი – ასრულებდეს იმ პირის უფლება- მოვალეობას, რომელსაც თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელება თავად არ შეუძლია.
იურიდიულ დოქტრინაში წარმომადგენლობის სამართლებრივი ინსტიტუტის ადმინისტრაციულ სამართალში შემოღების აუცილებლობა, პირველ რიგში, განპირობებული იყო თავად ამ ინსტიტუტის მნიშვნელობით. ვინაიდან, შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაციული საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელება წარმოუდგენელია აღნიშნული ინსტიტუტის გარეშე. წარმომადგენლობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის აუცილებელ სამართლებრივ ელემენტს და შეადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობის სამართლებრივი ინსტიტუტი აუცილებელი კომპონენტია ადმინისტრაციულ სამართალში, აღნიშნულმა ინსტიტუტმა ჯერ კიდევ ვერ პოვა მასშტაბური მოწესრიგება ადმინისტრაციულ სამართალში. ვინაიდან აქ თავს იჩენს ადმინისტრაციული მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის არასაკმარისი კოდიფიცირება, რაზედაც მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გარდა, წარმომადგენლობის ცნებისა და სახეების განმარტებისას აუცილებელია, მოვიშველიოთ საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია აღნიშნული ინსტიტუტის შინაარსის და მისი არსის გარკვევა.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების განხილვაც, კერძოდ: ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ,,სააღსრულებო წარმოებათა” შესახებ საქართველოს კანონის და სხვ. საჯარო სამართალში წარმომადგენლობის სამართლებრივი ფორმების დანერგვა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე , მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ადმინისტრაციულ სამართალს საკმარისი საკანონმდებლო რესურსი არ გააჩნია.
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია, გარკვეული წვლილი შეიტანოს საქართველოში ადმინისტრაციული დოქტრინის განვითარებაში და წარმოაჩინოს წარმომადგენლობის ინსტიტუტის აქტუალობა და მნიშვნელობა ადმინისტრაციულ სამართალში, წარმომადგენლობის ცნების, მისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და თავისებურებების განხილვის საფუძველზე.

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 286 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები