+ დათვალიერება

საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი – ზოგადი ნაწილი

გასაყიდი ფასი

GEL 0

A5, რბილი ყდა, 370 გვ.
ქართული
978-9941-9406-8-2

ავტორისგან

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართველმა ხალხმა
არჩევანი დასავლურ ღირებულებებზე გააკეთა. დემოკრატია,
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და
კანონის უზენაესობა – ეს ის საერთო ღირებულებებია, რასაც
ევროკავშირი ეფუძნება და რის დასამკვიდრებლადაც უკვე ორ
ათწლეულზე მეტია საქართველო მიისწრაფვის. ეს პროცესი
შეუქცევადია. ამ ხნის მანძილზე, საქართველოს პარლამენტის
მიერ რატიფიცირებულ იქნა არაერთი საერთაშორისო კონვენცია
და აქტი (მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის ევროპის კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების საერთაშორისო პაქტი). „პარტნიორობისა
და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებით, საქართველო
„ევროპული სამეზობლო პოლიტიკის” პარტნიორ ქვეყნად იქცა ,
2014 წელს კი ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირს შორის
ასოცირების შეთანხმებას, რითაც საქართველო ევროკავშირის
ურთიერთობების თვისობრივად ახალ სიბრტყეში გადავიდა. საქართველო-
ევროკავშირის დღის წესრიგით განსაზღვრულ იქნა
პრიორიტეტები, რომელთა შორისაა ასევე სისხლის სამართლის
პროცესის რეფორმირება, კერძოდ, სისხლის სამართლის პროცესში
მხარეების თანასწორობის, ასევე მართლმსაჯულების
დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და
პროფესიონალიზმის გაზრდა, დამოუკიდებელი და ეფექტიანი
გამოძიებისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების
უზრუნველყოფა.

ტრადიციულად, 2004 წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი ორიენტირებული იყო კონტინენტურევროპულ
სისხლის სამართლის საპროცესო სისტემაზე.
პროცესის ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენდნენ ლეგალურობის,
ინკვიზიციურობის, მატერიალური ჭეშმარიტების
დადგენის პრინციპები. 2004 წლიდან, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“
შემდეგ, შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური მიმართულება.
ქართულმა სისხლის სამართალმა განიცადა არსებითი ცვლილებები
სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში. სისხლის
სამართლის პროცესის რეფორმირების კუთხით საქართველო
არჩევანის წინაშე დადგა: ანგლოამერიკული თუ კონტინენტურევროპული
სამართლის სისტემა? სისხლის სამართლის პროცესი
შეიცვალა ანგლოამერიკული სისტემის მიმართულებით.
ანგლოამერიკული სისხლის სამართლის პროცესის იდეებმა,
ფუძემდებლურმა პრიციპებმა, თავისი ასახვა ჰპოვა საქართველოს
სისხლის მართლის საპროცესო კოდექსში. 2009 წელს მიღებულ
იქნა საპროცესო კოდექსი, რომლის ფუნდამენტური პრინციპებია
დისკრეციულობის, ადვერსარობის (მხარეთა შეჯიბრებითობისა
და თანასწორობის), ფორმალური ჭეშმარიტების
დადგენის პრინციპები. დღეისათვის, საქართველოს სისხლის
სამართლის პროცესი ადვერსარულ პროცესს წარმოადგენს და
ანგლოამერიკულ სისხლის სამართლის პროცესზეა ორიენტირებული.

წიგნი შესაძლებლობას აძლევს მკითხველს, გაეცნოს საქართველოს
სისხლის სამართლის პროცესის სამართლებრივ
საფუძვლებს, პროცესის მიზნებსა და ამოცანებს, პროცესის
სტადიებსა და მათ წარმოებას. წიგნი მკითხველს ასევე სთავაზობს,
გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით,
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
პაქტითა და სხვა საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ,
ადამინის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა
დამცავ, სისხლის სამართლის პროცესის ფუძემდებლურ
პრინციპებს. კერძო და საჯარო ინტერესები, (კოლექტიური და
ინდივიდუალური ინტერესი) არსად ისე ძლიერად ერთმანეთს
არ უპირისპირდება, როგორც სისხლის სამართლის პროცესში.
კანონის მიერ დადგენილ ფარგლებში ამ ინტერესთა შეფასება
ტიპიურია სახელმწიფოსა და კერძო პირების ურთიერთობისა-
თვის, სწორედ ამიტომ სისხლის სამართლის პროცესს სახელმწიფოს
კონსტიტუციის სეისმოგრაფს უწოდებენ. წიგნში მოცემულია
ანგლოამერიკული და კონტინენტურევროპული სისხლის
სამართლის პროცესის სისტემების ძირითად პრინციპთა შედარებით
ანალიზი, მათ შორის მსგავსება და განსხვავება. წიგნში
გაანალიზებულია სისხლის სამართლის პრინციპთა კონკურენცია
და კონფლიქტი, განმარტებულია მთელ რიგ პრინციპთა
უპირატესობა პროცესის სხვა პრინციპებთან მიმართებაში, მაგ.
როგორიცაა დაუშვებელ მკიცებულებათა პრინციპის უპირატე5
სობა ჭეშმარიტების დადგენის პრინციპთან. წიგნში, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრცედენტული სამართლის
გათვალისწინებით, განხილულია, იძულებით ღონისძიებათა
გამოყენებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობები და
სისხლის სამართლის პროცეში ადამიანის უფლებათა შეზღუდვის
დასაშვებობის ფარგლები.

წინამდებარე ნაშრომი ასევე მოიცავს სისხლის სამართლის
პროცესის ძირითადი ინსტიტუტების მიმოხილვას. მასში,
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ასევე
საქართველოს საკონსტიტუციო სასასამართლოს გადაწყვეტილებების
გათვალისწინებით, წარმოდგენილია საპროცესო კოდექსში
არსებული ხარვეზები, პრობლემატური საკითხები და
შემოთავაზებულია მათი გადაჭრის გზები.

წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სტუდენტებს, რომელთაც
სთავაზობს სისხლის სამართლის პროცესის საფუძვლების
შესწავლას, ასევე პრაქტიკოს – იურისტებს, რომელთაც
შესაძლებლობა ექნებათ, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით, გაიღრმავონ
თეორიული ცოდნა და გამოიყენონ ნაშრომი პრაქტიკა-
ში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ისეთ საკითხებზე,
მაგ. როგორიცაა კონფლიქტი ბრალდებულის მითითებების შესრულების
ვალდებულებასა და მისი ინტერესების დამცველის
მიერ, ბრალდებულის მითითებების გარეშე შემუშავებულ დაცვის
ტაქტიკას შორის. წიგნი მკითხველს სთავაზობს, გამოძიების
პროცესში, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე
პირისაგან ინფორმაციის მიღების პროცესით დადგენილი გზებისა
და საშუალებების, მიღებული ინფორმაციის სამართლებრივი
შედეგების დეტალურ ანალიზს, მოწმის სანდოობასა და
მისი ჩვენების სარწმუნოების შეფასების კრიტერიუმებს.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო გერმანიის
აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) , კათოლიკური
აკადემიური გაცვლის სამსახურის (KAAD) მიმართ, რომელთაც
შესაძლებლობა მომცეს წიგნზე მემუშავა კიოლნის უნივერსიტეტში,
ასევე მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა
და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ივანე ჯა6
ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების
დოქტორანტს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის
სკოლის ლექტორს, გერმანიის აკადემიური გაცვლითი
სამსახურის სტიპენდიანტს, ქალბატონ იზა კელენჯერიძეს,
რომელმაც წიგნზე მუშაობისას წარმოდგენილი წინადადებები-
თა და შენიშვნებით ხელი შეუწყო ამ ნაშრომის გამოცემას.

ასევე განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო
ყველა ჩემს უცხოელ და ქართველ კოლეგას მიმართ, რომელ-
თა მხარდაჭერამ და დისკუსიებმა, მათ მიერ გამოთქმულმა შენიშვნებმა
და წინადადებებმა ხელი შეუწყო წიგნის სრულყოფას.

თამარ ლალიაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი, 2015 წლის ივნისი

მკითხველის შეფასება

Leave a Reply

Rate this by clicking a star below:

ნანახია 617 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები