+ დათვალიერება

შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდი საერთაშორისო კერძო სამართალში ევროპის, გერმანული და შვეიცარიული სამართლის გათვალისწინებით

გასაყიდი ფასი

GEL 0

A5, რბილი ყდა, 185 გვ.
ქართული
978-9941-9444-2-0

შინაარსი

წინამდებარე კვლევის ძირითადი სფერო არის საერთაშორისო
კერძო სამართალი, ხოლო თემა – შემთხვევის გადაწყვეტის
მეთოდი საერთაშორისო კერძო სამართალში. იმისთვის რომ
კვლევა ყოფილიყო სრულყოფილი გამოვიყენეთ ემპირიული დედუქციის,
სინთეზისა და ანალიზის მეთოდი.

კვლევა ამავდროულად მჭიდრო კავშირშია სამართლის ფილოსოფიასთან,
საპროცესო სამართალთან, კერძო სამართალ-
თან, სამართლის მეთოდთან და საერთაშორისო სამართალთან.

კვლევას აქვს ორი სახის მიზანი. მიზანი ერთი, რომ მკითხველს
დაანახოს შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდის როლი საერ-
თაშორისო კერძო სამართლის სფეროში და მიზანი მეორე, – ახსნას
შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდის სოციალური ფუნქცია.

ნიშანდობლივია ისიც, რომ გამოკვლეულია ქართული სამართლისთვის
უცხო სამართლებრივი ინსტიტუტები. ის
სიახლეები, რასაც კვლევის ავტორი სთავაზობს მკითხველს,
მნიშვნელოვნად გაუადვილებს საერთაშორისო კერძო სამართლის
სწავლებას უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებს.
კვლევა ასევე მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი იურისტებისთვის,
– განსაკუთრებით სასამართლოებისთვის, რომელიც მოიცავს
საერთაშორისო კომპეტენციისა და კოლიზიური სამართლის ძირითად
დებულებებს.

რა კავშირი აქვს კვლევას ევროპულ, გერმანულ და შვეიცარულ
სამართალთან? ერთი შეხედვით მკითხველს შეიძლება
მოეჩვენოს, რომ საქმე გვაქვს შედარებითსამართლებრივ ნაშრომთან.
ეს ასე არ არის. ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი
შედგება საერთაშორისო პროცესისა და კოლიზიური
სამართლის ნორმებისგან. საერთაშორისო პროცესი, ქართულ
სამართალში არის შვეიცარული და ევროპული სამართლის, ხოლო
კოლიზიური სამართალი – გერმანული სამართლის იმპლემენტაცია.
გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, კვლევაში აღწერილი
არაერთი დებულება სწორედ ამ ქვეყნების სამართლის
გადმოსახედიდან უნდა ყოფილიყო განხილული.

რატომ არის კვლევა მნიშვნელოვანი? – ქართული სამართლის
ევროპეიზაცია მარტო ევროპული დოგმატიკისა თუ კა12
ნონმდებლობის თანამედროვე მიღწევების დანერგვა არ არის
ქართულ სამართლებრივ სივრცეში, არამედ, ამასთან ერთად,
სამართლის გამოყენების ევროპული მეთოდების დანერგვაც,
კონკრეტულად კი, – რელაციის მეთოდის. ამ ორი დებულების
ერთიანობის გარეშე, სამართლისა და სასამართლოს რეფორმა,
რომელიც საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში
საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს, წარმატებული ვერ იქნება.
წინამდებარე კვლევის ყველაზე მთავარი პოლიტიკური გზავნილი
სწორედ ეს არის.

მკითხველის შეფასება

Leave a Reply

Rate this by clicking a star below:

ნანახია 536 - ჯერ , 1 ნახვა დღეს