+ დათვალიერება

Privacy by Design – კონცეფცია სამართალში, რეგულირებასა და პრაქტიკაში

გასაყიდი ფასი

GEL 0

A6, რბილი ყდა, 94 გვ.
ქართული, თარგმანი
978-9941-9428-3-9

შინაარსი

ინდივიდის პრივატული სივრცის დაცვა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. საზოგადოებრივ ურთიერთობებში პიროვნების ინტეგრაციის გათვალისწინებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, შესაძლოა, გარკვეული რისკის წინაშე აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების მფლობელი პირები არ უზრუნველყოფენ მათ დამუშავებას კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

პერსონალური მონაცემების და, ზოგადად, პირადი ცხოვრების დაცვისთვის დადგენილი წესები არსებული ტექნოლოგიური პროგრესის განვითარების პარალელურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდის განვითარებასა და დახვეწას. საჯარო და კერძო პირები, რომლებიც ფლობენ ინდივიდის შესახებ ინფორმაციას ანგარიშვალდებულნი არიან მათ წინაშე, რამდენადაც, პერსონალური ინფორმაციის უპირველესი მენეჯერი თავად მონაცემთა სუბიექტია.

ზემოაღნიშნული ანგარიშვალდებულებისა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლებათა განმტკიცების მიზნით მიღებულია არაერთი სარეკომენდაციო თუ სავალდებულო ხასიათის დოკუმენტი. თუმცა, მოცემული პუბლიკაცია საყურადღებოა იმით, რომ ავტორი გვთავაზობს პრივატული სფეროს დაცვის ახლებურ და მაქსიმალურად მოქნილ გზას. პუბლიკაციის მთავარ აქცენტს წარმოადგენს პრივატული სფეროს დამცავი დებულებების საქმიანობის საწყის ეტაპზე, საუკეთესო შემთხვევაში კი, მოქმედებათა განხორციელებამდე დანერგვა. ის პრინციპები, რომელზეც დაფუძნებულია Pრივაცყ ბყ Dესიგნ კონცეფცია საშუალებას ქმნის მოიძებნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისეთი გზა, სადაც ინდივიდებისა და პერსონალური ინფორმაციის მფლობელი პირების ინტერესები თანაბრად იქნება გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, მოცემული პუბლიკაცია წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს საჯარო და კერძო პირებისთვის, როგორც მონაცემთა დამმუშავებლებისთვის.

ამასთან, წინამდებარე თარგმანზე გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო პუბლიკაციის ქართულენოვანი თარგმანის რედაქტორს – საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორს, ბატონ მალხაზ ბეგიაშვილს და გამომცემლობა `იურისტების სამყარო~-ს სამუშაო ჯგუფს.

კახაბერ გოშაძე –
იურისტი, საქართველოს უნივერსიტეტის
სამართლის სკოლის დოქტორანტი

თბილისი, 2016 წლის 12 თებერვალი

ავტორისგან

მე დიდად დავალებული ვარ პამელა ჯონს ჰარბორისგან, რომელმაც ქმედითი წვლილი შეიტანა იმ რამოდენიმე იდეის ფორმირებაში, რამაც განაპირობა ამ პუბლიკაციის შექმნა და, ასევე, აღნიშნული პუბლიკაციის პირველადი ვერსიის ფორმირება. მისი გამოცდილება, სიღრმისეულობა და ცოდნის დონე, როგორც ყოფილი ფედერალური სავაჭრო კომისრის, შეუფასებელია. უაღრესად მადლიერი ვარ პამელას მხარდაჭერისა და ვესალმები მის ლიდერულ თვისებებს!

ამასთან, უხვი მადლობა ამ პუბლიკაციაზე გაწეული შრომისთვის კენ ანდერსონს, სანდრა კაჰალესა და სტივენ მაკკამონს, ჩემი სამსახურიდან.

მკითხველის შეფასება

Leave a Reply

Rate this by clicking a star below:

ნანახია 518 - ჯერ , 2 ნახვა დღეს